воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


   ჩემთვის საინტერესო იყო ტრენინგი ,,პროექტით სწავლება. სიახლით დაიწყო პირველივე დღე. გავეცანით სრულიად განსხვავებულ, მარტივ და მრავალფეროვან ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
   განვიხილეთ პროექტის განხორციელების ეტაპები. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მნიშვნელობაზე.გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის  შაბლონს, გეგმების ნიმუშებს, ბროშურის შაბლონს. უკეთ გავიაზრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. სირთულეებს წავაწყდი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების შერჩევისას. საინტერესო იყო კოლეგების ნაშრომების გაცნობა, უკუკავშირის მიცემა.
       ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის განხორციელების ეტაპები, ჩეკლისტის მნიშვნელობა და გამოყენება. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს: განმავითარებელს და განმსაზღვრელს,  მოსწავლეთა  წინარე ცოდნის დასადგენ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის სახეების და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის წესები.    

  საინტერესო იყო თვითშეფასების რუბრიკა, დიფერენცირებული სწავლება, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის აქტივობების შერჩევა. განვიხილეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა და სტრატეგიები. ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი განვითარების ინტელექტი, ტვინის ჰემისფეროების  დომინირება, აღქმის ხუთი სტილი, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.

     ყოველთვის მაინტერესებდა ბლოგის შექმნა. ამ ტრენინგმა მომცა საშუალება შემექმნა ჩემი ბლოგი. ჩვენი ენერგიული  ტრენერის მკაფიო და გასაგები ინსტრუქციებით კარგად გავართვი თავი ბლოგზე მუშაობას. ავტვირთე პროექტის გეგმის პრეზენტაცია, მოსწავლის ნიმუში და ბროშურა. ვისწავლე კომენტარების დადება კოლეგების ბლოგზე. ვისწავლე ჩემი DRIVE-ს დანიშნულება და მოხმარება.
საინტერესო და პროექტისთვის მნიშვნელოვან პროგრამას  Snipping Tool-ს გავეცანით, ვისწავლეთ  მაკრატლის გამოყენება.
    დღეს გავიარეთ მერვე მოდული. ბლოგზე ავტვირთეთ საქაღალდეები. დავეხმარეთ ერთმანეთს.

     ტრენინგის ყოველი დღე საინტერესო, დატვირთული და ჩვენი პრაქტიკისათვის აუცილებელი იყო. სასიამოვნო იყო ქალბატონ დიანას ტრენინგზე ყოფნა. საჭიროების შემთხვევაში გვეხმარებოდა და გვიხსნიდა მარტივად. აქ შეძენილი ცოდნა გამიადვილებს პროექტის დაგეგმვა- განხორციელებას.
   მსგავსი ტრენინგები აუცილებელია პროფესიული ზრდისთვის. 

Комментариев нет:

Отправить комментарий