воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

  დღევანდელი დღეც არანაკლებ საინტერესო და დატვირთული იყო. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. ხუთი სტრატეგიიდან ოთხი განმავითარებელია, ერთი კი განმსაზღვრელი.
   მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად განვიხილეთ სხვადასხვა მეთოდები: მოსწავლეების ნამუშევრების შემოწმება, გრაფიკული ორგანიზატორები, ვმვ დიაგრამა, გონებრივი იერიში. მათ შესაფასებლად სხვადასხვა ინსტრუმენტებს ვიყენებთ.
     სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიებია: პროექტის გეგმები, ჯგუფებზე დაკვირვება.
   შეფასების მესამე სტრატეგიაა პროგრესის მონიტორინგი. შეფასების მეთოდებია: არაფორმალური დაკვირვება, დღიური....შესაფასებლად ვიყენებთ ინსტრუმენტებს: ჩანიშვნები,ჩეკლისტები, ფორმები და სხვა.
    გაგების შემოწმების შესაფასებლად ვიყენებთ წერილობით ჟურნალებს, შეფასების ინსტრუმენტად კი მინიშნებებს, ვიდეო და ფოტო ჟურნალებს, სტრუქტურირებულ ინტერვიუებს.
     მეხუთე სტრატეგია გაგებისა და უნარების დემონსტრირება განმსაზღვრელია და მასში ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგიაა წარმოდგენილი. შეფასების სტრატეგიების ცოდნა დამეხმარება მოსწავლის ნაშრომების შეფასებაში.
   შევისწავლეთ ბლოგზე ფოტოების ატვირთვა, ფონის შეცვლა. გავეცანით კოლეგების ნაშრომებს ბლოგზე. ხელმისაწვდომი გახდა ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი.
მადლობა ასეთი საინტერესო დღისთვის.....



   






Комментариев нет:

Отправить комментарий