воскресенье, 1 октября 2017 г.



  ირმა ლაბაძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული

воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


   ჩემთვის საინტერესო იყო ტრენინგი ,,პროექტით სწავლება. სიახლით დაიწყო პირველივე დღე. გავეცანით სრულიად განსხვავებულ, მარტივ და მრავალფეროვან ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
   განვიხილეთ პროექტის განხორციელების ეტაპები. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მნიშვნელობაზე.გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის  შაბლონს, გეგმების ნიმუშებს, ბროშურის შაბლონს. უკეთ გავიაზრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. სირთულეებს წავაწყდი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების შერჩევისას. საინტერესო იყო კოლეგების ნაშრომების გაცნობა, უკუკავშირის მიცემა.
       ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის განხორციელების ეტაპები, ჩეკლისტის მნიშვნელობა და გამოყენება. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს: განმავითარებელს და განმსაზღვრელს,  მოსწავლეთა  წინარე ცოდნის დასადგენ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის სახეების და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის წესები.    

  საინტერესო იყო თვითშეფასების რუბრიკა, დიფერენცირებული სწავლება, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის აქტივობების შერჩევა. განვიხილეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა და სტრატეგიები. ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი განვითარების ინტელექტი, ტვინის ჰემისფეროების  დომინირება, აღქმის ხუთი სტილი, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.

     ყოველთვის მაინტერესებდა ბლოგის შექმნა. ამ ტრენინგმა მომცა საშუალება შემექმნა ჩემი ბლოგი. ჩვენი ენერგიული  ტრენერის მკაფიო და გასაგები ინსტრუქციებით კარგად გავართვი თავი ბლოგზე მუშაობას. ავტვირთე პროექტის გეგმის პრეზენტაცია, მოსწავლის ნიმუში და ბროშურა. ვისწავლე კომენტარების დადება კოლეგების ბლოგზე. ვისწავლე ჩემი DRIVE-ს დანიშნულება და მოხმარება.
საინტერესო და პროექტისთვის მნიშვნელოვან პროგრამას  Snipping Tool-ს გავეცანით, ვისწავლეთ  მაკრატლის გამოყენება.
    დღეს გავიარეთ მერვე მოდული. ბლოგზე ავტვირთეთ საქაღალდეები. დავეხმარეთ ერთმანეთს.

     ტრენინგის ყოველი დღე საინტერესო, დატვირთული და ჩვენი პრაქტიკისათვის აუცილებელი იყო. სასიამოვნო იყო ქალბატონ დიანას ტრენინგზე ყოფნა. საჭიროების შემთხვევაში გვეხმარებოდა და გვიხსნიდა მარტივად. აქ შეძენილი ცოდნა გამიადვილებს პროექტის დაგეგმვა- განხორციელებას.
   მსგავსი ტრენინგები აუცილებელია პროფესიული ზრდისთვის. 
ტრენინგის მერვე დღე
 არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი განვითარების  ინტელექტი. ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ სწავლებაზე,შევარჩიეთ აქტივობები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, მათ ჩართულობაზე სასწავლო პროექტში. განვიხილეთ ტვინის ჰემისფეროების დომინირება.
        საინტერესო იყო პროგრამა  ,,Snipping Tool'', ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება, რაც გაგვიადვილებს ინტერნეტში მუშაობას. დეტალურად აგვიხსნა ჩვენმა ტრენერმა ბლოგზე სასწავლო პროექტის, ბროშურისა  და მოსწავლის ნიმუშის განთავსება. 
       მადლობა ქალბატონ დიანას.....
  
ტრენინგის მეშვიდე დღე

       დღეს გავეცანით შეფასების სახეებს: გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რუბრიკა, დიფერენცირებული სწავლება, დროების რუბრიკა, კოლაბორაციული შეფასება. განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი და პროექტის რუბრიკა.გავეცანით შეფასების გეგმისკრიტერიუმების  ჩამონათვალს და შეფასების დაგეგმვის ცხრილს.
      გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, ფასილიტაციის სტრატეგიების მაგალითებს, უკეთ გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა.
განვიხილეთ მოსწავლეთა დაწყვილებისათვის საჭირო აქტივობები.





ტრენინგის მეექვსე დღე

   საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. შევისწავლეთკომენტარების გაკეთება ბლოგზე. კოლეგებმა ერთმანეთს მივწერეთ კომენტარები. გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებს. საკმაოდ მნიშვნელოვანია ხარისხიანი უკუკავშირი. ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემს მოსწავლეებს სწორად მივაწოდო უკუკავშირი.
          შევისწავლეთ ჩვენი პროექტის საპრეზენტაციო სლაიდში ჩასმა, გავიხსენეთ ,,PowerPoint''-ში ტექსტის ჩასმა. გავეცანით მოსწავლის ნიმუშებს.
    მეხუთე დღეც საინტერესო და დატვირთული იყო. მადლობა ქალბატონ დიანას...



ტრენინგის მეხუთე დღე

  დღეს ტრენერმა შეგვიმოწმა პროექტის გეგმები, მოგვცა მითითებები. გავეცანით ერთმანეთის გეგმებს, გავაკეთეთ უკუკავშირი. ჩემთვის  რთული იყო მიმართულების მიმცემი კითხვების შერჩევა.
    გავეცანით ინტერნეტის სწორად მოხმარებას და საავტორო უფლებების დაცვას.ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიების დროს გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას.